მატიჩის ფარული ქველმოქმედება - 63 000 4 წლის დუშანის გადასარჩენად
Aa
Aa

მატიჩის ფარული ქველმოქმედება - 63 000 4 წლის დუშანის გადასარჩენად

''მანჩესტერ იუნაიტედის'' სერბი ფეხბურთელი ნემანია მატიჩი 63 000 ფუნტი სტერლინგით 4 წლის დუშან ტოდოროვიჩს დაეხმარა, რომელიც სიმსივნეს ებრძვის.

ფეხბურთელს ანონიმურ პირად დარჩენა სურდა, თუმცა დუშანის მადლიერმა მამამ გაამხილა, ვინც მის შვილს დაეხმარა.

დუშანის დასახმარებლად სერბეთში დიდი კამპანია მიმდინარეობდა. საფეხბურთო კლუბმა ''პარტიზანმა'' ბილეთების გაყიდვიდან და აუქციონიდან მიღებული შემოსავალი 4 წლის დუშანის განსაკურნებლად გადარიცხა.

დუშანის სრულად განსაკურნებლად საჭირო თანხა შეგროვდა, რაც 200 000 ევროს შეადგენს.

დუშან ტოდოროვიჩი ოპერაციის გასაკეთებლად ბარსელონაში გაემგზავრა

4 წლის დუშანი საყვარელი კლუბის, ბელგრადის ''პარტიზანის'' ფორმით. თანხის შეგროვებაში კლუბის ქომაგებიც მონაწილეობდნენ.

დუშანი საფეხბურთო მატჩზე

4 წლის დუშანს ნეურობლასტომას დიაგნოზი დაუდგინეს. სწორედ ანალოგიური დაავადების წინააღმდეგ ''სანდერლენდის'' ქომაგი ბრედლი ლოური იბრძოდა. ინგლისური კლუბის პატარა ქომაგი 2017 წლის 7 ივლისს გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები