Aa
Aa

მორიგი უიღბლო დღე ბაქოში

ბაქოში მიმდინარე ძიუოს მსოფლიო ჩემპიონატზე ხებდეა რეხვიაშვილი გათამაშებას გამოეთიშა.

81 კილოგრამ წონით კატეგორიის პირველ წრეში ქართველი ძიუდოისტი პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ანრი ეგუტიძესთან დამატებით დროში დამარცხდა.

ბრძოლის შემდეგ СRYSTALSPORTS.GE-ს ძიუდოსიტის მწვრთნელი გიორგი ბაინდურაშვილი ესაუბრა.

მწვრთნელმა აღნიშნა , რომ ძიუდოს სამყაროში არსებული ემოციური ფონი სპორტსმენებზე უარყოფითად აისახება.

ჩატარებული ოთხი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი მედალია. 

მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს ბრინჯაოს მედალი ამირან პაპინაშვილმა დაისაკუთრა.

ხვალ მსოფლიო ჩემპიონატის მედლებისთვის 90 კილოგამ წონით კატეგორიის ძიუდოისტები იბრძოლებენ.

საქართველოს სახელით კი ბექა ღვინიაშვილი და უშანგი მარგიანი იასპარეზებენ.

CRYSTALSPORT.GE-ს გუნდი რჩება ბაქოში და ყველა მნიშვნელოვან ამბავს  შემოგთავაზებთ

ცხელი ამბები