Aa
Aa

ლობჟანიძის ბრწყინვალე გოლი ჯარიმიდან და მატჩის საუკეთესოს წოდება

დანიის სუპერლიგაში საბა ლობჟანიძემ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ''რანდერსმა'' შინ 2:0 დაამარცხა ''ვენდსისელი.'' გამარჯვებულთა შემადგენლობაში საბა ლობჟანიძემ სასტარტო თერთმეტეულში ითამაშა და 59-ე წუთზე შესანიშნავი სტანდარტული დარტყმით ანგარიში გახსნა.

''რანდერსის'' მხრიდან მეორე გოლი ნორვეგიელმა ბენჟამინ სტოკემ გაიტანა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად საბა ლობჟანიძე დასახელდა. საბა 87-ე წუთზე შეცვალეს.

 

23 წლის ქართველმა შემტევმა სუპერლიგის მე-10 შეხვედრაში მესამე გოლი შეაგდო. ასევე მის ანგარიშზე 1 საგოლე პასია.

14-გუნდიან სუპერლიგაში ''რანდერსი'' 13 ქულით მე-6 ადგილზეა, ლიდერ ''კოპენჰაგენს'' მხოლოდ 6 ქულით ჩამორჩება.

ქართველი ფეხბურთელი ''რანდერსში'' მეორე სეზონს ატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები