ტრიბუნალმა კოლხეთი 1913-ს სანქცია დაუმატა
Aa
Aa

ტრიბუნალმა კოლხეთი 1913-ს სანქცია დაუმატა

19 სექტემბერს საფეხბურთო დავების განმხილველი სპორტული ტრიბუნალის სხდომა შედგა, რომელმაც ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ფოთის „კოლხეთი 1913“-ის საჩივარი.  საფეხბურთო კლუბის მოთხოვნას წარმოადგენდა სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის  3 ივლისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილობა, კერძოდ კლუბი ითხოვდა ფინანსური სანქციის შენარჩუნებას და დაკლებული ქულების აღდგენას. 

მოგეხსენებათ, სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის 2018 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით, უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემის ანგარიშების საფუძველზე „კოლხეთი 1913“-ის ხუთ მოთამაშეს დაუწესდა 6-თვიანი დისკვალიფიკაცია,და ფულადი ჯარიმა, ხოლო კლუბს დააკლდა 6 ქულა და დაჯარიმდა 10 ათასი ლარით.

ტრიბუნალმა საფეხბურთო კლუბის საქმის განცილვამდე ცოტა ხნით ადრე განიხილა ფეხბურთელების სარჩელი და 4 მათგანთან მიმართებაში დისკვალიფიკაცია პირობითი სასჯელით შეცვალა, ხოლო ფულადი ჯარიმები ძალაში დატოვა. რაც შეეხება ერთ-ერთ ფეხბურთელს - ლაშა გოგონაიას, მასთან მიმართებით ტრიბუნალმა სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა ძალაში. 

სპორტული ტრიბუნალის თავმჯდომარემ, ზურაბ ბიწაძემ, არ დააკმაყოფილა პრეტენდენტის საჩივარი, უცვლელი დატოვა კლუბისთვის დაკისრებული სანქციები ჯარიმისა და სატურნირო ცხრილში ქულების დაკლების ნაწილში და ამასთანავე  კლუბს დამატებით დაუწესა პირობითი სპორტული სანქცია, დისკვალიფიკაცია 1 წლის ვადით. ტრიბუნალის გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური

ფოტო: eliga.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები