გრიგალაშვილის ეფექტური გოლი - მატჩი დრამატული სცენარით
Aa
Aa

გრიგალაშვილის ეფექტური გოლი - მატჩი დრამატული სცენარით

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა შოთა გრიგალაშვილმა ყაზახეთის ჩემპიონატში ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა.  პრემიერლიგის 27-ე ტურში ''ატირაუმ'' 3:2 დაამარცხა ''ყიზილჟარი,'' რომლის მაისურით შოთა გრიგალაშვილმა 90 წუთი ითამაშა. პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა. 55-ე წუთზე ''ატირაუ'' დაწინაურდა, 58-ე წუთზე არბიტრმა გრიგალაშვილის თანაგუნდელს წითელი ბარათი უჩვენა და სტუმრები რიცხვობრივ უმცირესობაში აღმოჩნდნენ.მიუხედავად ამისა, 70-ე წუთზე 32 წლის გრიგალაშვილმა ანგარიში გაათანაბრა.

 

88-ე წუთზე ''ატირაუს'' ფეხბურთელმა როდიონოვმა გამარჯვების გოლი გაიტანა და ''ატირაუმ'' 3 ქულა მოიპოვა.

''ყიზილჟარის'' სამატჩო განაცხადში ქართველი მცველი გიორგი ფოფხაძე არ იმყოფებოდა. მან მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.

12-გუნდიან ლიგაში ''ყიზილჟარი'' 24 ქულით მე-11 ადგილზეა და ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. ასევე 24 ქულაა მე-10 საფეხურზე მყოფ ყარაგანდის ''შახტიორის'' ანგარიშზე.

შეგახსენებთ, 2006-13 წლებში გრიგალაშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით 12 შეხვედრა ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები