ანანიძე ბრუნდება - პირველი ვარჯიში სრული დატვირთვით
Aa
Aa

ანანიძე ბრუნდება - პირველი ვარჯიში სრული დატვირთვით

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ჯანო ანანიძე მოედანს უბრუნდება. მოსკოვის ''სპარტაკის'' პრესსამსახურის ცნობით ქართველი ფეხბურთელად სრულად გამოჯანმრთელდა.

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ვენის ''რაპიდმა'' შინ 2:0 დაამარცხა ''სპარტაკი.'' მოსკოვში დაბრუნების შემდეგ მასიმო კარეკას გუნდის პირველივე ვარჯიშზე ანანიძე სრული დატვირთვით ემზადებოდა.

''სპარტაკი'' შემდეგ მატჩს, 23 სექტემბერს ცსკა-ს წინააღმდეგ ჩაატარებს. შესაძლოა მოსკოვურ დერბიში 26 წლის ქართველმა ფეხბურთელმა მონაწილეობა მიიღოს.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 24 მარტსსაქართველო - ლიტვის (4:0) ეროვნული ნაკრებების ამხანაგური მატჩის საწყის წუთებზე ანანიძემ მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი მყესების ტრავმა მიიღო, რის გამოც მოედანს ხანგრძლივი დროით დაემშვიდობა.

ვლადიმირ ვაისის გუნდი ერთა ლიგაში მორიგ შეხვედრებს ოქტომბერში გამართავს. საქართველოს ეროვნული გუნდი 13 ოქტომბერს ანდორას უმასპინძლებს, 16 ოქტომბერს კი ლატვიას ესტუმრება. შეგახსენებთ, საწყის ორ ტურში ვაისის გუნდმა ყაზახეთი და ლატვია დაამარცხა და 6 ქულით ჯგუფის ლიდერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები