Aa
Aa

მორიგი უმედლო დღე მსოფლიო ჩემპიონატზე

ბაქოში მიმიდნარე მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშა შავდათუაშვილი რეპეშაჟში მონღოლ ცოგბაატარ ცენდ ოჩირთან დამარცხდა და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა ძიუდოისტმა დღის პირველ ნაწილში 4 შეხვედრა გამართა და მეოთხედფინალში ირანელ მუჰამად მუჰამადისთან იპონით წააგო. დანარჩენ სამ შეხვედრა შავდათუაშვილმა გამარჯვება იზეიმა. 

აღსანიშნავია , რომ მარცხის შემდეგ შავდათუაშვილმა CRYSTALSPORT.GE-სთან კომენტარი არ გააკეთა.

ჩატარებული სამი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი მედალია. 

მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს ბრინჯაოს მედალი ამირან პაპინაშვილმა დაისაკუთრა.

ხვალ მსოფლიო ჩემპიონატის მედლებისთვის 81 კილოგამ წონით კატეგორიის ძიუდოისტები იბრძოლებენ.

საქართველოს სახელით კი ზებედა რეხვიაშვილი იასპარეზებს.

CRYSTALSPORT.GE-ს გუნდი რჩება ბაქოში და ყველა მნიშვნელოვან ამბავს შემოგთავაზებთ.

ცხელი ამბები