Aa
Aa

შენგელიასა და ჯენინგის "ბასკონიამ" "ბარსელონა" დაამარცხა და ფინალში "რეალს" შეხვდება!

საქართველოს ნაკრების ლიდერის თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" სეზონში პირველი ოფიციალური მატჩი გამართა და ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალში "ბარსელონას" სტუმრად 79:76 სძლია.

შეხვედრა სასტარტო ხუთეულში საქართველოს ნაკრების მეორე წევრმა მეტ ჯენინგმა დაიწყო, თოკო კი ამჯერად თადარიგში დარჩა.

ჯენინგმა 26 წუთსა და 50 წამში 6 ქულა, 2 მოხსნა და 1 გადაცემა მოაგროვა.

შენგელიამ პარკეტზე 14 წუთი და 52 წამი დაჰყო რა დროშიც მისი მონაგარი 7 ქულა, 4 მოხსნა და 2 გადაცემა იყო.
"ბასკონიას" რიგებში ყველაზე შედეგიანი 16 ქულით გარინო გახლდათ.

მეორე ნახევარფინალურ წყვილში მადრიდის "რეალმა" "ობრადოირო" 81:61 დაამარცხა და ფინალში ითამაშებს.

ამრიგად, დღეს 21:15 საათზე სუპერ თასის ფინალში "ბასკონია" გასული სეზონის ტრიუმფატორს მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები