''კოლხეთმა'' 15-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა - დრამატული გამარჯვება ''პარკი არენაზე''
Aa
Aa

''კოლხეთმა'' 15-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა - დრამატული გამარჯვება ''პარკი არენაზე''

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის, ეროვნული ლიგის 25-ე ტურის პირველ მატჩში ფოთის ''კოლხეთმა'' ''პარკი არენაზე'' 1:0 დაამარცხა თბილისის ''ლოკომოტივი.''

შეხვედრა საკმაოდ დრამატული გამოდგა. საფეხბურთო მატჩის ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის დამატებულ წუთზე გავიდა.

''კოლხეთის'' შეტევისას ''ლოკომოტივის'' მეკარემ, რევაზ თევდორაძემ საჯარიმოში ''კოლხეთის'' აფრიკელი ლეგიონერი პეტერსონ კაბორე წააქცია. მთავარმა მსაჯმა თევდორაძეს ყვითელი ბარათი უჩვენა და თერთმეტმეტრიანი დანიშნა. 

28 წლის ბურკინაფასოელმა პეტერსონ კაბორემ, რომელიც ცვლილებაზე ჩაერთო თამაშში, პენალტი გამოიმუშავა

''კოლხეთის'' უკრაინელმა ნახევარმცველმა კირილ დოროშენკომ პენალტი ზუსტად შეასრულა. ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა.

ეროვნულ ლიგაში ფოთის ''კოლხეთმა'' 15-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

სატურნირო ცხრილში ''კოლხეთი'' 12 ქულით კვლავ ბოლო, მე-10 ადგილზეა, თუმცა უშუალო კონკურენტ ''სამტრედიას'' მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ''სამტრედიას'' ერთით ნაკლები შეხვედრა აქვს ჩატარებული. მიმდინარე ტურში გიორგი დარასელიას გუნდი სტუმრად საჩხერის ''ჩიხურას'' შეხვდება.

ფოთის კოლხეთი - თბილისის ლოკომოტივი 1:0 (0:0)

21 სექტემბერი, ფოთი, ''პარკი არენა''

გოლი: 1:0 კირილ დოროშენკო (90+1)

მთავარი მსაჯი: ა. ნონიკაშვილი

ფოტო: eliga.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები