ხაბიბ ნურმაგომედოვი VS კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

ხაბიბ ნურმაგომედოვი VS კონორ მაკგრეგორი

კონორ მაკგრეგორმა და ხაბიბ ნურმაგომედოვმა UFC 229-ის წინ პრესკონფერენცია გამართეს. ირლანდიელი ჩვეულ სტილში გამოიყურებოდა და ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ვისკის ბოთლთან ერთად მივიდა, რომელსაც თავად აწარმოებს. მაკგრეგორმა ტრადიციული „თრეშთოქი“ გამოიყენა და ბევრ საინტერესო საკითხს შეეხო. 

„მაშინ ავტობუსიდან რომ ჩამოსულიყავი ახლა მკვდარი იქნებოდი და მე ციხეში ვიჯდებოდი. კარი რომ გაეღოთ შენ კუბოში იწვებოდი მე კი საკანში ვიქნებოდი გამოკეტილი და ამ დიდ ბრძოლას ვერავინ იხილავდა. როდესაც პიროვნება, რომელსაც ამდენი ხანი ელოდი, გამოჩნდა, ჩაი““ი და ავტობუსის ბოლოში იმალებოდი. აქ ამ ბიჭის გასანადგურებლად მოვედი! ავტობუსიდან ხომ დამინახე? ხელები გაჩვენე და დაგანახე რომ იარაღის გარეშე ვიყავი! ბევრს ლაპარაკობდი და საქმის გაკეთების დრო რომ მოვიდა, გადმოსვლის ნაცვლად შეშინებული იჯექი და ქალის უკან იმალებოდი“.

მასმედიის წარმომადგენლებმა კონორის ინციდენტის შესახებ ნურმაგომედოვსაც ჰკითხეს: „ხაბიბ შენ ავტობუსში იჯექი, რას ფიქრობდი, როდესაც გარეთ ასეთი რამ ხდებოდა?

ნურმაგომედოვი: "არაფერს! აბსოლუტურად არაფერს! იგი 40 კაცთან ერთად მოვიდა! მან ამ საქციელით თავისი სისუსტე გამოავლინა! ერთ-ერთზე მოსვლის ნაცვლად 40 კაცთან ერთად გამოცხადდა!!! ყველაფერი 6 ოქტომბერს დასრულდება“.

მაკგრეგორის პრესკონფერენცია "საოცარი" სანახავი იყო. ირლანდიელი ხაბიბის ლანძღვის პარალელურად საკუთარ ვისკს რეკლამას უწევდა. ნურმაგომედოვი ემოციებს დიდად არ გამოხატავდა, დაღესტნელ მებრძოლს კონორის ფრაზებზე ხშირად ეღიმებოდა და პოლემიკაში რამდენჯერმე შევიდა. ერთ-ერთი შელაპარაკებისას  ნურმაგომედოვმა მაკგრეგორს მიაძახა: „შენ ჭიდაობაში და ჩხუბში ნული ხარ“. რაზეც ირლანდიელმა უპასუხა: „სახეზე ჩემს მუშტებს აუცილებლად იგრძნობ“.

კითხვაზე რატომ გადაწყვიტა კონორმა UFC-ში დაბრუნება და კარიერის გაგრძელება დუბლინელმა უპასუხა.

„აქ იმიტომ მოვედი რომ ეს კაცი, ეს პატარა ვირთხა, დავადუმო. ავტობუსში ყოფნისას მან ჩაი**ა! დავბრუნდი იმიტომ, რომ ჩხუბი და ომი ძალიან მიყვარს. მებრძოლის კარიერის დაწყება სწორედ ამიტომ გადავწყვიტე. აქ სიამოვნების მისაღებად მოვედი. ნამდვილ ჯოჯოხეთს მოგიწყობ და სახეზე გადაგივლი! შენც მშვენივრად იცი წინ რა გელის! სახლში წადი შვილო“.

„მე მას ძალიან მაგრად ვცემ და „შუშის ყბას“ გავუნადგურებ! ფეხებზე მკიდია რას იზამს! მართლა გჯერათ რომ მისი შედეგი 26-0-ზეა? მას ნორმალური ოპონენტიც კი არ ჰყოლია! ოქტაგონზე ნაწილებად დავშლი და მიწასთან გავასწორებ“. 

ერთ-ერთმა ჟურნალისტმა სპორტსმენებს პროგნოზების გაკეთება მოთხოვა. ხაბიბმა ყველაფრისგან თავი შეიკავა, კონორმა კი ჩვეულ სტილში უპასუხა. 

„ჩემი პროგნოზი დომინაციაა! მის გასაცამტვერებლად ერთ რაუნდზე მეტი არ დამჭირდება! შუშის ყბას რომ ვხედავ მაშინვე ვამჩნევ! ზუსტად ისე გავანადგურებ და დავშლი, როგორც სარკეს“.

აღსანიშნავია, რომ პრესის ერთ-ერთი წარმომადგენელმა კითხვა ძველად მათ შორის არსებული მეგობრების შესახებ დაუსვა. კონორმა დაღესტნელს პასუხის გაცემა არ აცალა და განაცხადა: „მე და ის ვმეგობრობდით?! არა! ის უბრალოდ ჩემი გადამკვდარი გულშემატკივარი იყო".

შეგახსენებთ, რომ ორთაბრძოლა 6 ოქტომბერს ჩატარდა. დაპირისპირებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ელიან, რაც პრესკონფერენციის რეიტინგზეც აისახა. პირდაპირ ეთერში სპორტსმენების ჟურნალისტებთან შეხვედრას ნახევარმა მილიონმა ადამიანმა უყურა.

ცხელი ამბები