Aa
Aa

მოულოდნელი მარცხი! ტოჩინოშინმა ზედიზედ მეორედ წააგო

შემოდგომის "აკი ბაშოზე" მე-13 რაუნდის ორთაბრძოლები გაიმართა. ლევან გორგაძეს მეტოქე შოდაი გახლდათ. ამ უკანასკნელთან ტოჩინოშინს ძალიან უჭირს და ბოლო სამი დაპირისპირებაა არ უმარჯვია. შოდაი მესამე მაეგაშირაა და კაჩიკოშის დასაფიქსირებლად დარჩენილი ორთაბრძოლების მოგება ესაჭიროებოდა.

დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ტოჩინოშინმა მავაშის აღება და უპირატესობის გამოყენება ვერ მოახერხა, რამაც შედეგზე დიდი გავლენა იქონია. შოდაიმ ქართველ სუმოისტს  სეკუინაგეს ილეთით სძლია  და "აკი ბაშოზე' მეექვსე გამარჯვება მიითვალა.

ლევან გორგაძეს 7 მოგება და 6 წაგება დაუგროვდა. ოძეკის წოდების შესანარჩუნებლად მას კიდევ ერთი გამარჯვების მოპოვება ესაჭიროება.

შემოდგომის ბაშოზე  ქართველი რიკიშის  მომდევნო მეტოქე აბი იქნება. იაპონელ სეკიტორთან ტოჩინოშინს 2 შეხვედრა აქვს ჩატარებული და ორივეში დამაჯერებლად იმარჯვა. აბი არც თუ ისე კარგად გამოიყურება, მისი ამჟამინდელი ბალანსი 6-7-ზეა. 

ცხელი ამბები