მარგველაშვილი მსოფლიოს დაემშვიდობა
Aa
Aa

მარგველაშვილი მსოფლიოს დაემშვიდობა

ბაქოში მიმიდნარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ვაჟა მარგველაშვილმა ასპარეზობა ნაადრევად დაასრულა.

66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველი ძიუდოისტი მესამე წრეში გერმანელ სებასტიან შიდლთან დამატებით დროში დამარცხდა. 

მარგველაშვილმა ტურნირზე ერთ მეტოქს ბენინელ ოუგუსტ დაგას მოუგო.

ამ მომენტისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი მედალია , ბრინჯაოს მფლობელი 60 კილოში ამირან პაპინაშვილი გახდა.

ქართველი გულშემატკივრისთვის დღევანდელი დღე დასრულდა , ხვალ კი საქმეში 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი ჩაერთვება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები