რიო ფერდინანდმა ახსნა, თუ რატომ განიცადა რონალდუმ გაძევება ასე ძალიან
Aa
Aa

რიო ფერდინანდმა ახსნა, თუ რატომ განიცადა რონალდუმ გაძევება ასე ძალიან

ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა „ვალენსიასა“ და „იუვენტუსს“ შორის პირველი ტურის მთავარ მოვლენად იქცა და ამის მიზეზი ფელიქს ბრიხის მიერ კრიშტიანუ რონალდუს გაძევება გახდა.

ბევრის აზრით პორტუგალიელი ფეხბურთელი გაძევებას არ იმსახურებდა და არბიტრს ზედმეტი მოუვიდა.

არ არის გამორიცხული, რომ პორტუგალიელს 2 ან 3 მატჩიანი დიკსვალიფიკაციაც მიუსაჯონ და მან "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერის" წინააღმდეგ თამაში ვერ შეძლოს.

Metro-ს ეთერში თავისი პოზიცია „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდებმა რიო ფერდინანდმა და პოლ სქოულზმაც დააფიქსირეს.

რიო ფერდინანდი: „თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, თუ როგორ მოდის ემოციები მისგან. რონალდუს სურდა, რომ „ოლდ ტრაფორდზე“ ეთამაშა. მას უბრალოდ ფეხბურთის თამაში სურდა.

ჩემი აზრით, წითელი ბარათი გადაჭარბებული იყო. მსაჯი შეცდა“.

პოლ სქოულზი: „მურილიოს როგორც ჩანს ამისთვის ამზადებდნენ. მას რონალდუ წყობილებიდან უნდა გამოეყვანა.

ვფიქრობ, „იუვენტუსი“ რონალდუს წითელ ბარათს გაასაჩივრებს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები