Aa
Aa

პაპინაშვილი ბრინჯაოს მფლობელია

ბაქოში მიმიდნარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ამირან პაპინაშვილი ბრინჯაოს მფლობელი გახდა. 

მედლისთვის ბრძოლაში ქართველმა ძიუდოისტმა აზერბაიჯანელი კარამატ ჰუსეინოვი ვაზარით დაამარცხა.

60 კილოგრამ წონით კატეგორიის ნახევარფინალში პაპინაშვილმა რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძესთან დამატებით დროში წააგო.

პაპინაშვილმა ფინალურ ბლოკამდე ამნუელ მდავუ , იანისლავ გერჩევი , ორხან საფაროვი და  ერიკ ტაკაბატაკე დაამარცხა.

ამავე წონაში ლუხუმ ჩხვიმიანი გათამაშებას მესამე წრეში გამოეთიშა , ქართველმა ძიუდოისტმა იაპონელ რიუჯუ ნაგაიამასთან შიდოებით წააგო. 

მსოფლიო ჩემპიონატი ხვალ განახლდება , სადაც მედლისთვის 66 კილოგრამ წონით კატეგორიის ძიუდოისტები იასპარეზებენ.

საქართველოს სახელით კი ვაჟა მარგველაშვილი იჭიდავებს.

ცხელი ამბები