Aa
Aa

პაპინაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

ბაქოში მიმიდნარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ამირან პაპინაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იასპარეზებს , სადაც ქართველის მეტოქე აზერბაიჯანელი კარამატ ჰუსეინოვი იქნება.

60 კილოგრამ წონით კატეგორიის ნახევარფინალში პაპინაშვილი რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძესთან დამატებიტ დროში დამარცხდა.

ქართველმა ძიუდოისტმა მიმდინარე მსოფლიოზე 4 ბრძოლა მოიგო და იქიდან სამჯერ იპონით.

პაპინაშვილმა ამნუელ მდავუ , იანისლავ გერჩევი , ორხან საფაროვი და  ერიკ ტაკაბატაკე დაამარცხა.

ამავე წონაში ლუხუმ ჩხვიმიანი გათამაშებას მესამე წრეში გამოეთიშა , ქართველმა ძიუდოისტმა იაპონელ რიუჯუ ნაგაიამასთან შიდოებით წააგო. 

ცხელი ამბები