Aa
Aa

ვან ბომელი: "სწორედ ამიტომ დავავალე, რომ ცოცხალი კედლის მიღმა მუხლებზე დამდგარიყო"

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „ბარსამ“ „პსვ“-ს უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა.

კატალონიელთა ათიანმა ლეო მესიმ ჰეთ-თრიკის გაფორმება შეძლო და მან ეს ულამაზესი ჯარიმის შესრულებით დაიწყო.

ბევრმა ალბათ ვერც შეამჩნია, რომ „პსვ“-ს მექსიკელი შემტევი ირვინგ ლოზანო ცოცხალი კედლის უკან მუხლებზე იდგა.

ასეთ რამეს სტანდარტულების დროს იშვიათად ნახავთ, თუმცა ეს მოქმედება უცხო ნამდვილად არ გახლავთ.

ცნობილი ფაქტია, რომ მესის ჯარიმები ცოცხალი კედლის ქვემოდანაც გაუძვრენია და გაუტანია. ასეთი რამ ლეოს არგენტინის ნაკრებსიც და „ბარსელონაშიც“ აქვს გაკეთებული.

მესის ჯარიმა ურუგვაის წინააღმდეგ

 

მესის ჯარიმა "ჟირონას" წინააღმდეგ

 

ეს ყველაფერი ჰოლანდიელთა დამრიგებელმა მარკ ვან ბომელმაც იცოდა და ასეთი გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ მიიღო.

„ლეო მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა. ჩვენ ცუდად არ გვითამაშია და 4:0-ის წაგებას არ ვიმსახურებდით, თუმცა დაცვაში ზონები დავტოვეთ და ასეთი დონის გუნდთან შეცდომებს არავინ გაპატიებს.

რაც შეეხება მესის ჯარიმას. ჩვენ მისი შესრულების სტილი შესწავლილი გვქონდა და ფეხბურთელს სწორედ ამიტომ დავავალე, რომ ცოცხალი კედლის მიღმა მუხლებზე დამდგარიყო, რათა მესის ბურთის ქვემოდან გაძვრენის საშუალება არ მისცემოდა.

არ მაინტერესებს ვინ არის ნომინირებული საუკეთესო მოთამაშის წოდებაზე, მე ჩემი მოსაზრება მაქვს და მესი საუკეთესოდ მიმაჩნია. მისი ტექნიკა მსოფლიოში საუკეთესოა“.

საბოლოოდ, მესიმ ჯარიმის შესრულება ჩვეულ სტილში ამჯობინა და ბურთი მსუბუქი, მოჭრილი დარტყმით პირდაპირ ცხრიანში ჩასვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები