პაპინაშვილი ნახევარფინალში გავიდა
Aa
Aa

პაპინაშვილი ნახევარფინალში გავიდა

ბაქოში სტარტი ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატმა აიღო.

ტურნირის პირველ დღეს 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ამირან პაპინაშვილი ნახევარფინალში გავიდა ,  სადაც რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძეს შეხვდება.

ქართველმა ძიუდოისტმა მიმდინარე მსოფლიოზე 4 ბრძოლა მოიგო და იქიდან სამჯერ იპონით.

პაპინაშვილმა ამნუელ მდავუ , იანისლავ გერჩევი , ორხან საფაროვი და  ერიკ ტაკაბატაკე დაამარცხა.

ამავე წონაში ლუხუმ ჩხვიმიანი გათამაშებას მესამე წრეში გამოეთიშა , ქართველმა ძიუდოისტმა იაპონელ რიუჯუ ნაგაიამასთან შიდოებით წააგო. 

მსოფლიო ცემპიონატის ფინალური ბლოკი თბილისის დროით 16:00 საათზე განახლდება

ცხელი ამბები