Aa
Aa

მარცხი უშანსოდ! - ტოჩინოშინი სუმოს ცოცხალ ლეგენდასთან დამარცხდა!

შემოდგომის "აკი ბაშო" გრძელდება და დღეს ტურნირის მე-11 რაუნდის ორთაბრძოლები გაიმართა, ქართველი სეკიტორის, ტოჩინოშინის მეტოქე კი ლეგენდარული ჰაკუჰო გახლდათ.

სუმოს ცოცხალ ლეგენდას ბაშოზე დაუმარცხებელი სვლა ჰქონდა (11-დან 11 მოგება), გორგაძემ კი 11-დან 7 ბრძოლის სათავისოდ დასრულება შეძლო. მონღოლი იოკოძუნა ურთიერთშეხვედრებში 25:1-ს იგებდა. ქართველმა მას რამდენიმე თვის წინ ისტორიაში პირველად მოუგო.

დღევანდელი ორთაბრძოლა მხოლოდ რამდენიმე წამი გაგრძელდა. ტოჩინოშინმა ორივე მავაშში ჩავლების აღება ვერ შეძლო, რაც ჰაკუჰომ კარგად გამოიყენა და მეტოქე იოლად დაამარცხა. ჰაკუჰომ ზედიზედ მე-12 ბრძოლა მოიგო და ბაშოს მოგებამდე ძალიან ცოტა აშორებს.

ლევან გორგაძემ მე-5 დაპირისპირება დათმო და დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად 1 მოგება სჭირდება, რა შემთხვევაშიც ოძეკის წოდებას შეინარჩუნებს.

"აკი ბაშო"-ს მე-12 დღეს, ტოჩინოშინის მოწინააღმდეგე შოდაი იქნება, რომელთან ურთიერთშეხვედრებშიც სრული თანაფარდობაა - 5:5. შოდაი მე-3 მაეგაშირაა და მიმდინარე ბაშოზე არცთუ კარგად გამოიყურება, მისი ამჟამინდელი ბალანსი კი 5:7-ზე გახლავთ.

ცხელი ამბები