„ტოჩინოშინი ნამდვილი გიჟია! მან კაკურიუ
Aa
Aa

„ტოჩინოშინი ნამდვილი გიჟია! მან კაკურიუ "დაწყევლილი" დოჰიოდან აწია და გადადგა"!

შემოდგომის "აკი ბაშო"-ს მე-11 დღეს, ქართველი რიკიში, ლევან გორგაძე იოკოძუნა კაკურიუს დაუპირისპირდა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა!

ლევანმა მავაშში ორმაგი ჩავლება წამებში აიღო, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ქართველს უდიდესი უპირატესობა მისცა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ტოჩინოშინი ორმაგი მავაშისას ერთ-ერთ (თუ უძლიერესი არა) უძლიერესი რიკიშია. მან კაკურიუ ხელში აიტაცა და იორიკირით დოჰიოდან გაიყვანა. საერთოდ, სუმოში ისეთი წაგება, როცა მეტოქე ჰაერში აგიტაცებს და მიწაზე ვერცერთ ფეხს ვეღარ დგამ, სამარცხვინო დამარცხებად ითვლება.

ქართველი ოძეკის ამ შთამბეჭდავ გამარჯვებას ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

სხვადასხვა ერის წარმომადგენელი სუმოს ქომაგები ლევან გორგაძის დღევანდელ გამარჯვებას აქტიურად განიხილავდნენ და ტოჩინოშინის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებდნენ.

გთავაზობთ რამდენიმე ძალიან საინტერესო კომენტარს:

„ტოჩინოშინი ნამდვილი გიჟია! მან კაკურიუ "დაწყევლილი" დოჰიოდან აწია და გადადგა“.

„ახლა ყველაფერზე მეტად იმის ნახვა მსურს, თუ როგორ დაიცავს საბოლოოდ ტოჩინოშინი ოძეკის ტიტულს ჰაკუჰოს წინააღმდეგ. საინტერესოა, ჰაკუჰო მას პირდაპირ შეერკინება, თუ რაიმე მაცდურ სტილს აირჩევს“.

“ტოჩინოშინმა კაკურიუ დაატოჩინოშინა”.

„გაკვირვებული ვარ, რომ კაკურიუ ტოჩინოშინის წინააღმდეგ ასე პირდაპირ წავიდა“.

„კაკურიუ თითქოს კარგად იბრძოდა, თუმცა საბოლოოდ ჰაერში აღმოჩნდა. ტოჩი სხეულს იდელაურად ფლობს. ის წონასწორობას ძალიან კარგად იცავს“.

„კაკურიუმ ტოჩინოშის თავისი საყვარელი ჩავლების აღების უფლება მისცა, როდესაც მან მავაში აიღო უკვე ყველაფერი ნათელი იყო“.

„ეს ის ნამდვილი ტოჩინოშინია, რომლის ნახვაც ჩვენ ყველას გვსურდა!“

„არ მჯერა. ტოჩინოშინმა კაკურიუ ისე აწია ხელში, როგორც მამამ შვილი. მაღალი კლასი!“

„ეს ის პოტენციალია, რომელსაც რეალურად ტოჩი ფლობს. მას უბრალოდ ფსიქოლოგიური ძალა სჭირდება“.

„დიდებული შესრულება ტოჩინოშინისგან. ეს საოცარია!“

„ტოჩიმ უბრალოდ ასწია 160 კილო! სირცხვილი კაკურიუს“.

„დაუჯერებელი შემართება ტოჩის მხრიდან! უნდა გიყვარდეთ, თუ როგორ წარმოაჩენს ეს ბიჭი სუმოს“.

„ჩვენ შესაძლოა თანამედროვე სუმოს უძლიერესი სეკიტორის აღზევების მოწმენი გავხდით“!

„ნამდვილი შოკი! ეს ამ ბრძოლის აღსაღწერად იდეალური სიტყვებია“.

ცხელი ამბები