Aa
Aa

"დინამო" თასის მეოთხედფინალშია

დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალში თბილისის "დინამომ"  მარტვილში მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე "მერანი" ამგარიშით 2:1 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

თბილისელთა რიგებში დუბლის ავტორი ბუდუ ზივზივაძე გახდა , რომელმაც გოლები 28 და 78 წუთებზე გაიტანა.

მატჩის მიწურულს მარტვილელთა რიგებში კი თავი გიორგი ციმაკურიძემ გამოიჩინა.

მეოტხედფინალის საგზური "გურიამ" და "თელავმაც" მოიპოვეს.

ლანჩხუთში მასპინძლება "სამტრედია 3:1 დაამარცხეს. 

თელავში კი მასპინძლებმა მინიმალური ანგარიშით გორის "დილას" მოუგეს.

"ვით ჯორჯიასა" და საჩხერეს "ჩიხურას" შორის გამარჯვებული პენალტების სერიამ გამოავლინა. ფრედ 1:1 დასრულებული მატჩის  შემდეგ მეოთხედფინალის საგზური თბილისურმა კლუბმა მოიპოვა.

საქართველოს თასის მერვედფინალის შეხვედრები ხვალ დასრულდება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები