ობამეიანგი აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
Aa
Aa

ობამეიანგი აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

დორტმუნდის "ბორუსიისა" და გაბონის ნაკრების თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი აფრიკის 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაცია აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ გაავრცელა. ობამეიანგმა "სუონსის" ფეხბურთელს ანდრე აიუს და "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველ, იაია ტურეს აჯობა. აღსანიშნავია ისიც, რომ 2011 წლიდან მოყოლებული ტურეს ეს ჯილდო ზედიზედ ოთხჯერ აქვს მოგებული 2011.

აფრიკის 2015 წლის საუკეთესო მწვრთნელი კოტ დიუვარის ნაკრების ყოფილი თავკაცი ევრე რენარი გახდა, რომლის ხელმძვანელობით ნაკრებმა 2015 წელს აფრიკის თასი მოიგო. გარდა ამისა აფრიკის 2015 წლის გუნდად კოტ დიუვარის საფეხბურთო ნაკრები დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები