ქართველების აღიარება ყაზახეთში - კანკავა და კვეკვესკირი სიმბოლურ გუნდში
Aa
Aa

ქართველების აღიარება ყაზახეთში - კანკავა და კვეკვესკირი სიმბოლურ გუნდში

უზბეკეთის პრემიერლიგის გასული ტურის სიმბოლურ გუნდში ''ტობოლის'' ქართველი ლიდერები, ნიკა კვეკვესკირი და ჯაბა კანკავა მოხვდნენ. სიმბოლური გუნდი ყაზახურმა kazfootball-მა შეადგინა. 

''ჟეტისუსთან'' შეხვედრაში კვეკვესკირმა გოლი გაიტანა, კანკავამ კი საგოლე გადაცემა შეასრულა, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.

აღნიშნულ შეხვედრაში კვეკვესკირის წინააღმდეგ მეტოქის ფეხბურთელმა უხეშად ითამაშა, რის გამოც ქართველმა კოჭი იღრძო და 56-ე წუთზე შეცვალეს. კვეკვესკირი ორ კვირაში სავარჯიშო პროცესს განაახლებს.

kazfootball-ი კვეკვესკირის შესახებ

''კვეკვესკირმა ''ჟეტისუს'' წინააღმდეგ ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა. მან გატანილი გოლის გარდა ორთაბრძოლების 65 პროცენტი მოიგო, მის ანგარიშზეა 4 წარმატებული დრიბლინგი. გარდა ამისა მისი გადაცემების 87 პროცენტი ზუსტი აღმოჩნდა.

ქართველი ნახევარმცველი შესანიშნავად თამაშობდა. რომ არა ტრავმა, მისი პროდუქტიულობა გაცილებით მაღალი იქნებოდა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 283-ს შეადგენს.''

საქართელოს ეროვნული ნაკრების 26 წლის ნახევარმცველი კოჭის ტრავმის გამო ორი კვირა დაისვენებს.  Crystalsport-ის ცნობით კვეკვესკირი სანაკრებო შეკრებისთვის მზად იქნება. ვლადიმირ ვაისის გუნდი ერთა ლიგის მესამე ტურში, 13 ოქტომბერს ''დინამო არენაზე'' ანდორას უმასპინძლებს, 16 ოქტომბერს კი რიგაში ლატვიას ესტუმრება.

შეგახსენებთ, 21-ე წუთზე ''ჟეტისუ'' დაწინაურდა. 32-ე წუთზე ''ტობოლმა'' ანგარიში გაათანაბრა, ნიკა კვეკვესკირმა ზუსტი დარტყმით მიმდინარე სეზონში პირველი გოლი შეაგდო.

 

35-ე წუთზე ჯაბა კანკავამ ბურთი სტუმართა საჯარიმოში ჩააწოდა, რასაც ნურგალიევის თავური დარტყმა მოჰყვა და ''ტობოლი'' წინ გავიდა - 2:1.

 

kazfootball-ი კანკავას შესახებ

''ტრადიციულად კანკავა მოედნის ცენტრში შესანიშნავად მოქმედებდა. ის შლიდა მეტოქის შეტევებს და მისი ორგანიზებით ''ტობოლი'' შეტევებს იწყებდა. კანკავამ ორთაბრძოლების 61 პროცენტი მოიგო. გაიმარჯვა 4 საჰაერო ორთაბრძოლაში. ოთხი ართმევიდან ოთხივე მცდელობა წარმატებით დაასრულა. კანკავას გადაცემების 92 პროცენტი ზუსტი გამოვიდა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 294-ს შეადგენს.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები