ჩემპიონთა ლიგის გახსნითი ტური - პირველი დღე
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგის გახსნითი ტური - პირველი დღე

გუშინ სტარტი ჩემპიონთა ლიგის ახალმა სეზონმა აიღო. პირველი დღე საკმაოდ საინტერესო გამოდგა და რამდენიმე დაძაბული მატჩიც ვიხილეთ. "ინტერმა" გამარჯვების მოპოვება ბოლო წამებზე მოახერხა და "ენფილდზე" გამართული შეხვედრაც იგივე სცენარით წარიმართა..

კრისტიან პულიშიჩი „დორტმუნდის“ ისტორიაში მეორე ფეხბურთელია, რომელმაც თავის დაბადების დღეს ჩემპიონთა ლიგაზე გოლის გატანა მოახერხა.

„ლივერპულმა“ სეზონის საწყისი 6 შეხვედრა არსებობის ისტორიაში მეორედ მოიგო. „მერსისაიდელებმა“ ბოლოს მსგავსი შედეგი 1961-62 წლების სეზონში დააფიქსირეს.

ჯეიდონ სანჩო მეშვიდე ინგლისელი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო შეხვედრა არაბრიტანული გუნდის მაისურით ჩაატარა. 

ხოსე მარია ხიმენესს „ატლეტიკოს“ რიგებში 7 გოლი აქვს გატანილი, აქედან 6-ჯერ მან მეტოქის კარის აღება თავური დარტყმით მოახერხა.

ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულის“ მაისურით გამართულ ბოლო 4 შეხვედრაში დანიელ სტარიჯმა 2 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ჩემპიონთა ლიგის და ჩემპიონთა თასის ისტორიაში ლიონელ მესიზე მეტი ჰეთ-თრიქი არცერთ ფეხბურთელს შეუსრულებია. არგენტინელმა მეტოქეების კარში სამი ბურთის შეგდება 8-ჯერ მოახერხა.

"ნაპოლიმ" ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩებში გოლის გატანა მესამედ ვერ შეძლო.

გასული სეზონის ჩათვლით „ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე 44 ბურთი შეაგდო. „მერსისაიდელები“ უახლოეს მდევარს 10 გოლით უსწრებენ.

კოკე „ატლეტიკოს“ ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მონაწილეობა ჩემპიონთა ლიგის 50 შეხვედრაში მიიღო.

ლიონელ მესი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეორე ფეხბურთელია, რომელმაც გოლის გატანა ზედიზედ 14 სეზონში მოახერხა. მსგავსი რამ მხოლოდ რაულს აქვს გაკეთებული.

„კამპ ნოუზე“ „ბარსელონას“ ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართული უკანასკნელი 26 შეხვედრიდან არცერთი წაუგია. კატალონიელები საკუთარ კედლებში ბოლოს 2013 წლის მაისში „ბაიერნთან“დამარცხდნენ.

"დორტმუნდმა" ჩემპიონთა ლიგაზე საიუბილეო, 50-ე მატჩი მოიგო.

ერენ დერდიოკი პირველი შვეიცარიელი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი სამი სხვადასხვა გუნდის მაისურით შეაგდო. (ლევერკუზენი, ბაზელი, გალათასარაი).

2016-17 წლების შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე კილიან მბაპეზე მეტი გოლი მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუმ (27), ლიონელ მესიმ (20), ედინსონ კავანიმ (15) და რობერტ ლევანდოვსკიმ (13) შეაგდეს. ფრანგი ვარსკლავის ანგარიშზე 11 გოლია.

ლიონელ მესის ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩებში 103 გოლი აქვს გატანილი. აღნიშნულ ტურნირზე „პსვ“-ს ჯამში 102 ბურთი აქვს შეგდებული...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები