ხეცურიანმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
Aa
Aa

ხეცურიანმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ირმა ხეცურიანმა კიდევ ერთი მედალი მოიპოვა.

ქართველმა პარამოფარიკავემ ამჯერად, იტალიის ქალაქ ტერნიში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

B კატეგორიაში ხმლით მოასპარეზეთა შორის ირმა ხეცურიანმა იტალიელი მარტა ნოჩენტი 15:8 დაამარცხა, ნახევარფინალში კი უნგრელ ბოგლარკა მეზოსთან დაძაბულ ბრძოლაში 13:15 წააგო.

საქართველოს პარამოფარიკავეთა ეროვნული ნაკრები ევროპირველობაზე ასპარეზობას განაგრძობს.

დღეს რაპირით ფარიკაობაში A კატეგორიის შეხვედრები ჩატარდება, სადაც მონაწილეობას ნინა თიბილაშვილი, გვანცა ზადიშვილი და მირანდა გიგაშვილი მიიღებენ.

დღეს ასევე რაპირით იასპარეზებს ირმა ხეცურიანიც და მორიგი მედლის მოპოივებას შეეცდება

ცხელი ამბები