120 წლიან ისტორიაში პირველად: ახალი ფორმა:
Aa
Aa

120 წლიან ისტორიაში პირველად: ახალი ფორმა: "ბარსა" როგორც ხორვატიის ნაკრები?

ესპანური Sport-ი ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს. წყაროს ცნობით, „ბარსელონას“ 2019-2020 წლების სეზონში ისტორიული ფორმა ექნება.

კლუბის 120 წლიან ისტორიაში პირველად მოხდება, რომ „ბლაუგრანას“ საშინაო მაისურზე არც ვერტიკალური და არც ჰორიზონტალური ზოლები არ ექნება.

„ბარსას“ საშინაო ფორმაზე წითელ-ლურჯი ფერები კუბიკებით იქნება წარმოდგენილი.

შეიძლება ითქვას, რომ ეს ხორვატიის ნაკრების მაისურის მსგავსი იქნება, რაც ძალიან უცნაურია.

წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიურმა კლუბმა Nike-ს უკვე მისცა თანხმობა და ხსენებული დიზაინი მალე დამტკიცდება.

ინტერნეტსივრცეში მაისურის რამდენიმე ფოტოც გავრცელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები