''მილანის'' დიდების დასაბრუნებლად - გაზიდისი ''არსენალიდან'' ''მილანში''
Aa
Aa

''მილანის'' დიდების დასაბრუნებლად - გაზიდისი ''არსენალიდან'' ''მილანში''

''არსენალის'' აღმასრულებელი დირექტორი ივან გაზიდისი ჩრდილოლონდონურ კლუბს ტოვებს. 53 წლის გაზიდისი ლონდონიდან ოქტომბერში გაემგზავრება, პირველი დეკემბრიდან კი იტალიურ ''მილანში'' იმუშავებს. გაზიდისის ფუნქციებს რაულ სანლეჰი და ვინაი ვენტაკეშამი შეითავსებენ.

Skysports-ი გაზიდისის კომენტარს ავრცელებს.

''ათი წლის განმავლობაში მქონდა პრივილეგია მემუშავა ლონდონის ''არსენალისთვის.'' მინდვრის მიღმა საკლუბო საქმიანობა მაქსიმალურად დავხვეწეთ, რაც თანამდეროვე ფეხბურთში გრძელვადიანი წარმატებისთვის აუცილებელია.

ვიცი რომ ბევრის აზრით კლუბიდან წასვლისთვის უცნაური დრო შევარჩიე, მაგრამ მჯერა იდეალური მომენტია როგორც ჩემთვის, ასევე კლუბისთვის.

ცვლილება და მემკვიდრეობის გადაცემა გარდაუვალია როგორც კლუბისთვის, ასევე იმისთვის, რომ პიროვნებამ განაგრძოს პროფესიული განვითარება.

ჩემს ცხოვრებაში ურთულესი გადაწყვეტილება მივიღე. მჯერა ''არსენალში'' მუშაობის 10 წლის შემდეგ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. გზას ახალ ლიდერს ვუთმობ, რომელიც ახალი ენერგიით საკუთარ იდეებს განავითარებს.

მოუთმენლად ველი მსოფლიოს კიდევ ერთ ძლიერ კლუბში, ''მილანში'' მუშაობის დაწყებას. იმედი მაქვს კლუბი კვლავ გაძლიერდება, დიდებას დაიბრუნებს და ფეხბურთში კუთვნილ ადგილს დაიკავებს.''

 

მას შემდეგ რაც სანლეჰიმ ''ბარსელონაში'' გატარებული 16-წლიანი კარიერის შემდეგ კატალონიური კლუბი დატოვა, მუშაობა ინგლისში განაგრძო და მიმდინარე წლის თებერვალში ''არსენალის'' საფეხბურთო ურთიერთობის ხელმძღვანელად  დაინიშნა.

რაულ სანლეჰი და ''არსენალის'' მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები