ბასილაშვილის წარმატებული სტარტი
Aa
Aa

ბასილაშვილის წარმატებული სტარტი

ამერიკის ღია პირველობის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის პრესტიჟულ ტურნირზე ჩაება, რომლის საპრიზო ფონდიც ნახევარ მილიონ ევროზე მეტია.

ტურნირის სტარტზე, ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ფრანგი კენი დე შეპერი გახლდათ, რომელიც რეიტინგის 186-ე ჩოგანია.

ბასილაშვილმა ფავორიტის სტატუსი გაამართალა და მეტოქე ორ სეტში ანგარიშით 6:2 7:6 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ჩოგბურთელი, შარშან მეცში ნახევარფინალამდე გავიდა, იქ კი ბენუა პერთან წააგო. შესაბამისად, ბასილაშვილს ქულების დაცვა მოუწევს

მერვედფინალში, ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ბერნარდ ტომიჩსა და უგო ჰემბერტს შორის გამარჯვებული იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები