კვერკველიას დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე - ქართველის ოცნება 7 წლის შემდეგ ასრულდა
Aa
Aa

კვერკველიას დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე - ქართველის ოცნება 7 წლის შემდეგ ასრულდა

ჩემპიონთა ლიგის 2018-19 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში მოსკოვის ''ლოკომოტივი'' გასვლით შეხვედრას სტამბოლის ''გალათასარაისთან'' ჩაატარებს. რუსეთის ჩემპიონმა ''გალათასარაის'' საშინაო არენაზე, ''ალი სამი იენ სპორტს კომპლექსზე'' მატჩისწინა ვარჯიში ჩაატარა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ''ლოკომოტივის'' ცენტრალური მცელის 26 წლის სოლომონ კვერკველიას დებიუტი შედგება.

მოსკოვის ''ლოკომოტივს'' თურქეთის ჩემპიონთან შეხვედრაში ფიოდორ სმოლოვი ვერ დაეხმარება. 28 წლის შემტევი, რომელიც გასულ ზაფხულში ''კრასნოდარიდან'' ''ლოკომოტივში'' გადავიდა, დისკვალიფიცირებულია. სიომინის გუნდს ტრავმის გამო მაცეი რიბუსი და ალექსანდრ კოლომეიცევი ვერ დაეხმარებიან.

''გალას'' ტრავმირებული ან დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი არ ჰყავს.

''ლოკომოტივის'' მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა

''სმოლოვი ? როცა კარგი ფეხბურთელი არ თამაშობს, ცხადია ეს ყოველთვის პრობლემაა. ჩვენ შეგვიძლია მის გარეშე წარმატებით თამაში.

ვიცნობ ფათიჰ თერიმს. ჩვენ ერთმანეთს რამდენჯერმე შევხვდით სხვადასხვა საფეხბურთო ღონისძიებაზე. მას ჯანმრთელობას ვუსურვებ. მე ვაღიარებ მის სამწვრთნელო ტალანტს. ის ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

ზეწოლა მასპინძელი გუნდის ქომაგების მხრიდან?  ეს ჩვენთვის მოულოდნელი არ იქნება. კარგია როცა გულშემატკივრები თავიანთ საყვარელ კლუბებს ქომაგობენ.

ბენედიქტ ჰიოვედესი ჩვენთან ერთად ემზადება. ვნახოთ, რომელი ფეხბურთელები ითამაშებენ სასტარტო შემადგენლობაში.''

დიდი ალბათობით მოსკოვის ''ლოკომოტივის'' სასტარტო შემადგენლობაში ქართველი ცენტრალური მცველი სოლომონ კვერკველია მოხვდება.

პრემიერლიგის საწყის 7 ტურში მოქმედმა ჩემპიონმა ''ლოკომოტივმა'' მხოლოდ 9 ქულა მოაგროვა. კვერკველიამ ყველა მატში 90 წუთი ითამაშა.

კვერკველიას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე არ უთამაშია. ასე რომ ''გალათასარაისთან'' მისი დებიუტი შედგება.

2011 წელს კვერკველია ყაზანის ''რუბინში'' ასპარეზობისას  ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპთან ახლოს იყო, თუმცა ფლეი ოფში ფრანგულ ''ლიონთან'' დამარცხდა. საფრანგეთში გამართულ შეხვედრაში ''ლიონმა'' 3:1 გაიმარჯვა. ბაფეტიმი გომისისა და ჯიმი ბრიანის გოლების გარდა 19 წლის კვერკველიამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მას შემდეგ 7 წელი გავიდა.

''ლიონთან'' განცდილი მარცხის  შემდეგ კვერკველიას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე არ უთამაშია, თუმცა ''რუბინთან'' და ''ლოკომოტივთან'' ერთად ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები