შარაპოვა კორტს დაემშვიდობა
Aa
Aa

შარაპოვა კორტს დაემშვიდობა

მარია შარაპოვამ 2018 წლის სეზონზე კორტზე აღარ გავა. ჩოგბურთელმა ამის მიზეზად არსებული ტრავმა დაასახელა და დაგემილი ყველა ტურნირზე უარი თქვა.

"მე მოუთმენლად ველოდი ტიანძინის ტურნირს, რათა ჩემი ტიტული დამეცვა. სამწუხაროდ უარის თქმა მიწევს, რადგან ტრავმის მოსარჩენად დრო არის საჭირო. მეც იმედგაცრუებული ვარ, რომ ვეღარ გავალ გულშემატკივრის წინაშე, იმედი მაქვს კორტებს ოფტიმალურ ფორმაში დავუბრუნდები,“ - განაცხადა შარაპოვამ.

რუსი ჩოგბურთელისთვის მიმდინარე წელს ამერიკის ღია პირველობა აღმოჩნდა ბოლო ტურნირი, სადაც მერვედფინალში კარლა სუარეს ნავაროსთან დამარცხდა.

მარია შარაპოვა დიდი სლემის 5გზის გამარჯვებულია. ჩოგბურტლმა ავსტრალიის ღია პირველობა 2008 წელს მოიგო. საფრანგეთის ღია პირველობის ჩემპიონი 2-ჯერ 2012 და 2014 წლებში გახდა. 2004 წელს უიმბლდონია მოგება იზეიმა. 2006 წელს კი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებული გახდა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები