Aa
Aa

არის მე-6! - ტოჩინოშინი დადებით ბალანსს უახლოვდება!

ლევან გორგაძე "აკი ბაშო"-ზე გამოსვლას აგრძელებს და ოძეკის წოდების შესანარჩუნებლად იბრძვის, რისთვისაც კაჩი-კოშის (დადებითი ბალანსი) დაფიქსირება სჭირდება.

შემოდგომის ბაშოს მე-10 დღეს, ქართველი რიკიშის მოწინააღმდეგე ბრაზილიელი პირველი მაეგაშირა, კაისეი გახლდათ, რომელსაც მოგება-წაგებათა ბალანსი 4:5-ზე ჰქონდა, გორგაძის აქტივში კი 5 გამარჯვება და 4 მარცხი გახლდათ. ურთიერთშეხვედრებში ტოჩინოშინს მცირე უპირატესობა ჰქონდა და 9:7-ს იგებდა.

დღევანდელი ორთაბრძოლა ტოჩინოშინმა კარგად დაიწყო და რაც მთავარია, მავაშში ჩავლება მალევე აიღო, თანდათან მეტოქე მოიხელთა და იორიკირით დოჰიოდან გაიყვანა.

ქართველმა რიკიშიმ მიმდინარე ბაშოზე მე-6 გამარჯვება იზეიმა და დადებით ბალანსს მიუახლოვდა - საამისოდ მას კიდევ 2 მოგება სჭირდება. კაჩი-კოშის დაფიქსირება კი აუცილებელია, რადგან თუკი ასე არ მოხდა, ლევან გორგაძე ოძეკის წოდებას დაკარგავს და კვლავ სეკივაკე გახდება.

"აკი ბაშო"-ს მორიგ, მე-11 დღეს, ლევან გორგაძის მოწინააღმდეგე იოკოძუნა კაკურიუ იქნება, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია და ბაშოს მოსაგებად ჰაკუჰოსთან იბრძვის. სამწუხაროდ, ურთიერთშეხვედრებში მონღოლი სუმოისტი 22:2-ს იგებს. 

ცხელი ამბები