5 დაღუპული და 7 დაშავებული - უბედური შემთხვევა ანგოლაში
Aa
Aa

5 დაღუპული და 7 დაშავებული - უბედური შემთხვევა ანგოლაში

შაბათს აფრიკის ჩემპიონთა ლიგის მატჩში, რომელშიც ერთმანეთს ანგოლური „პრიმიერო დე აგოსტო“ და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელი „მაზემბე“ ხვდებოდნენ საშინელი ინცდიდენტი დაფიქსირდა.

მატჩის დასრულების შემდეგ სტადიონიდან გასვლისას ქომაგებს ჭიშკრები ჩაკეტილი დახვდათ, რომელიც პოლიციის (ცხენოსანი პატრული) მეშვეობით მალევე გააღეს, თუმცა ხალხის მასა იმდენად დიდი იყო, რომ ცხენები დაფრთხნენ და ამ ყველაფერს უბედური შემთხვევა მოჰყვა. 5 ადამიანი გარდაიცვალა და 7 დაშავდა.

ანგოლის სპორტის მინისტრმა ეს ყველაფერი შეხვედრის გვიან დაწყებას დააბრალა, რომელიც ქომაგების ბრალი იყო.

მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ის ხსენებულ ინციდენტს აუცილებლად გამოიძიებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები