ბეილი:
Aa
Aa

ბეილი: "ჩვენ უფრო გუნდურად თამაშს დავიწყებთ და ვიმუშავებთ როგორც ერთი ორგანიზმი"

მადრიდის „რეალის“ ლიდერმა გარეთ ბეილმა ესპანურ Marca-სთან საუბრისას გუნდში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

უელსელი ფეხბურთელი გასული წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალსა და კრიშტიანუ რონალდუს წასვლასაც შეეხო.

კითხვაზე, თუ რომელ მწვრთნელთან (ზიდანი, ლოპეტეგი) მუშაობა უფრო სიამოვნებს, ბეილმა ასე უპასუხა: „დარწმუნებული არ ვარ, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მსურს“.

გარეთმა ამის შემდეგ საუბარი „ლივერპულთან“ გამართულ ფინალზე განაგრძო: „გაბრაზებული ვიყავი, ძალიან გაბრაზებული და ვთვლიდი, რომ ფინალის ძირითად შემადგენლობაში თამაშს ვიმსახურებდი.

გოლები სისტემატურად გამქონდა და კარგ ფორმაში ვიმყოფებოდი, ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩემი ბრაზის გაკონტროლება ვერ შევძელი. საბოლოოდ, ჩემი ბრაზი სწორად მივმართე და ის ფინალში გოლების გასატანად დამეხმარა.

უელსელი რონალდუს წასვლასაც შეეხო.

ცალსახაა, რომ მცირე განსხვავება იქნება, როდესაც ასეთი დონის მოთამაშე გუნდიდან მიდის. ვფიქრობ, რომ ჩვენ უფრო გუნდურად თამაშს დავიწყებთ და ვიმუშავებთ როგორც ერთი ორგანიზმი“.

ბეილმა პრემიერლიგაში შესაძლო დაბრუნებაზეც ისაუბრა: „თქვენ შეგიძლიათ თქვათ კი, ან არა. შენ ყოველთვის გინდა, რომ მშობლიურ ლიგას დაუბრუნდე.

ამ ეტაპზე მე მსოფლიოს საუკეთესო გუნდში თამაშითა და ტიტულების მოგებით სიამოვნებას ვიღებ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები