NBA-ის ყოფილი მოთამაშე, რომელიც 341 ქალთან იწვა
Aa
Aa

NBA-ის ყოფილი მოთამაშე, რომელიც 341 ქალთან იწვა

"დეტროიტ პისტონსის" ყოფილმა კალათბურთელმა, ჯეისონ მაქსიელმა ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში განაცხადა, რომ მეუღლეს ხშირად ღალატობდა და ცხოვრების მანძილზე ინტიმური კავშირი ჯამში 341 ქალთან ჰქონდა. ბუნებრივია ეს რაოდენობა უილტ ჩემბერლენის რეკორდს 19659-ით ჩამოუვარდება, თუმცა მაინც საკმაოდ „სოლიდური“ მაჩვენებელია. შეგახსენებთ, რომ ჩემბერლენმა ავტობიოგრაფიულ წიგნში „A View From Above“ აღნიშნა, რომ იგი ცხოვრების მანძილზე 20000 ქალთან იწვა.

 

მაქსიელს გასაგები მიზეზების გამო ცოლთან კონფლიქტური ურთიერთობა აქვს და პრობლემების გადაჭრას ერთ-ერთი შოუს დახმარებით ცდილობს. სატელევიზიო გადაცემის სახელი „გამოასწორე ჩემი ცხოვრებაა"...

წყვილთან საუბრისას წამყვანმა აღნიშნული საკითხი წამოჭრა და თავდაპირველად ჯეისონის მეუღლეს, ბრენდის, რომელიც მაქსიელის ბავშვობის სიყვარულია, ჰკითხა მისი აზრით ჯეისონს რამდენ ქალთან ჰქონდა ინტიმური კავშირი... ბრენდის პასუხმა ყველა გააოცა, მას ორნიშნა ციფრიც კი არ დაუსახელებია... მაქსიელის მეუღლის სიტყვების შემდეგ წამყვანმა განაცხადა რომ ჯეისონი ჯამში „50-ზე მეტ ქალთან“ იწვა, რასაც ბრენდის აცრემლებული თვალები და მის მიერ გადასაღები მოედნის დატოვება მოჰყვა...

მაქსიელმა „დეტროიტმა“ 2005 წელს პირველ რაუნდში აირჩია. „პისტონსის“ გარდა იგი „ორლანდოში“ და „შარლოტში“ ასპარეზობდა. 2015 წელს ჯეისონმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია მიატოვა და კარიერა ჩინეთში განაგრძო, რასაც სულ მალე თურქეთში გატარებული პერიოდი მოჰყვა. ამჟამად იგი BIG3-ის ლიგაში ასპარეზობს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები