დვალმა დაბრუნება საგოლე პასით აღნიშნა - ბეგლარიშვილის მორიგი შედეგიანი მატჩი
Aa
Aa

დვალმა დაბრუნება საგოლე პასით აღნიშნა - ბეგლარიშვილის მორიგი შედეგიანი მატჩი

პოლონეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-8 ტურში ''პოგონისა'' და ''კორონას'' შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ანგარიში მე-3 წუთზე ''პოგონმა'' გახსნა, ლაშა დვალის საგოლე გადაცემის შემდეგ რადოსლავ მაიევსკიმ ბრწყინვალე გოლი გაიტანა.

 

ამპლუით მცველმა ლაშა დვალმა 90 წუთი ითამაშა. 23 წლის ფეხბურთელმა ერთა ლიგის საწყისი ორი ტური ტრავმის გამო გამოტოვა. დვალმა 20 აგვისტოს შემდეგ პირველად ითამაშა, მას თითქმის ერთი თვე გაუცდა.

''კორონას'' შემადგენლობაში ვატო არველაძე სათადარიგო იყო. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 20 წლის ფორვარდმა მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა.

65-ე წუთზე ''კორონამ'' ანგარიში გაათანაბრა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

16-გუნდიან საფეხბურთო ჩემპიონატში ''კორონა'' 12 ქულით მე-8 ადგილზეა, ''პოგონი'' კი 4 ქულით მე-16 პოზიციას იკავებს.

 ესტონეთის საფეხბურთო ჩემპიონატში ''ფლორასა'' და ''ნარვას'' შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. ანგარიში ''ფლორამ''  28-ე წუთზე გახსნა, ზაქარია ბეგლარიშვილმა მიმდინარე სეზონში ესტონეთის ჩემპიონატში 22-ე გოლი გაიტანა. მან 22 გოლის გატანა 26 შეხვედრაში მოახერხა.

 

ბომბარდირთა დავაში ბეგლარიშვილი 22 გოლით მესამე ადგილზეა, ლიდერს 3 გოლით ჩამორჩება.

სატურნირო ცხრილში ''ფლორა'' მეორე პოზიციაზეა, ლიდერ ''კალიუსთან'' 7 ქულა აშორებს.

28 წლის ბეგლარიშვილი საგოლე პასების რაოდენობით ესტონეთის ჩემპიონატში პირველ ადგილზეა. მან 22 გოლის გარდა 18 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები