Aa
Aa

საქართველო VS საბერძნეთი - დასანანი მარცხი ბოლო წამზე

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ჯგუფის მეორე შეხვედრაში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა უძლიერეს საბერძნეთს უმასპინძლა და 85:86 დამარცხდა.

პირველი ნახევარი ქართველების გამარჯვებით 49:38 დასრულდა. ილიას ზუროსის გუნდმა დაცვაში ბწყინვალედ ითამაშა და მეტოქე ყველა ასპექტში დაჯაბნა.

ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: შენგელია, ცინცაძე, ჯენინგი, სანაძე, შერმადინი.

პირველი მეოთხედი 30:17 მოვიგეთ და შეიძლება ითქვას ეს ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო, რაც აქამდე ჩვენი ნაკრებისგან გვინახავს.

შესვენების შემდეგ საბერძნეთი ჩვეულ სტილში ათამაშდა და ჩვენი 11 ქულიანი ჩამორჩენისგან აღარაფერი დარჩა.
მესამე მეოთხედის შემდეგ ანგარიში 65:64 ბერძნების სასარგებლოდ იყო.

უკანასკნელი მეოთხედის მიწურულს საქართველოს ნაკრები 6 ქულით დაწინაურდა და თითქოს მოგებასთან ძალიან ახლოსაც ვიყავით, თუმცა ბერძნების სწრაფ ორქულიანს გიორგი ცინცაძის მიუტევებელი შეცდომა მოჰყვა, მოედნის ცენტრში ბურთი დავკარგეთ და სამქულიანი მივიღეთ.

უპირატესობა მხოლოდ 1 ქულა დარჩა. მიუხედავად ყველაფრისა ბოლო წამებზე 85:84-ს ვიგებდით და ბურთიც გვქონდა, თუმცა უპირატესობა ვერ გამოვიყენეთ და ბოლო წამებზე შენგელიას სამქულიანი არაზუსტი გამოდგა.

ბერძნებმა 2 წამით ადრე სირენასთან ერთად ორქულიანი ჩააგდეს და 86:85 გაიმარჯვეს.

პარკეტზე ჩვენი მხრიდან საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც 22 ქულა ჩააგდო და ბოლო წუთებზეც ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა.

ბერძნების რიგებში ნიკ კალატესმა არანორმალურად კარგად ითამაშა და 31 ქულა ჩააგდო. მის წინააღმდეგ ჩვენებს ფაქტიურად არაფერი გამოსდიოდათ.

ჩვენს რიგებში ასევე გამორჩეული იყო გოგა ბითაძე და მეტ ჯენინგი, რომლებმაც 17-17 ქულის ჩაგდება მოახერხეს.

მიუხედავად მარცხისა საქართველოს ნაკრებმა საკმაოდ გამართულად და ლამაზად ითამაშა. მცირე გამართლების შემთხვევაში მოგებაც ჩვენ დაგვრჩებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები