ყაზახური გუნდის ქართველი ლიდერები _ კვეკვესკირის გოლი, კანკავას საგოლე გადაცემა
Aa
Aa

ყაზახური გუნდის ქართველი ლიდერები _ კვეკვესკირის გოლი, კანკავას საგოლე გადაცემა

ყაზახეთის ელიტარული საფეხბურთო ჩემპიონატის, პრემიერლიგის მორიგ ტურში ''ტობოლისა'' და ''ჟეტისუს'' შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. ''ტობოლის'' სასტარტო შემადგენლობაში ნიკა კვეკვესკირმა და ჯაბა კანკავამ ითამაშეს. მათ მონაწილეობა ორივე გოლის შექმნაში მიიღეს. 56_ე წუთზე კვეკვესკირი ტრამის გამო შეცვალეს, კანკავამ კი 90 წუთი ითამაშა. "ჟეტისუს" შემადგენლობაში ლაშა კასრაძემ 90 წუთი იასპარეზა.

21-ე წუთზე ''ჟეტისუ'' დაწინაურდა. 32-ე წუთზე ''ტობოლმა'' ანგარიში გაათანაბრდა, ნიკა კვეკვესკირმა ზუსტი დარტყმით მიმდინარე სეზონში პირველი გოლი შეაგდო.

ნიკა კვეკვესკირის გოლი

 

35-ე წუთზე ჯაბა კანკავამ ბურთი სტუმართა საჯარიმოში ჩააწოდა, რასაც ნურგალიევის თავური დარტყმა მოჰყვა და ''ტობოლი'' წინ გავიდა - 2:1.

ჯაბა კანკავას საგოლე გადაცემა

  

მე-80 წუთზე ''ჟეტისუმ'' ანგარიში გაათანაბრა და ''ტობოლმა'' გამარჯვების რეალური შანსი ვერ გამოიყენა. ამ ეტაპზე უცნობია რამდენად მძიმეა კვეკვესკირის ტრავმა.

12-გუნდიან საფეხბურთო ლიგაში ჯაბა კანკავასა და ნიკა კვეკვესკირის გუნდი 40 ქულით მესამე ადგილზეა. ''ტობოლი''მეორეადგილოსან ''ქაირათს'' 14 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები