შაკილ ო'ნილი:
Aa
Aa

შაკილ ო'ნილი: "დღეს, რომ მეთამაშა ყველა შეხვედრაში 50 ქულას ჩავაგდებდი"

46 წლის ლეგენდარულმა შაკილ ო'ნილმა Express Sport-თან თანამედროვე კალათბურთელთა პრობლემებზე ისაუბრა.

შაკის თქმით მას, რომ დღეს ეთამაშა ყოველ შეხვედრაში 50 ქულას ჩააგდებდა.

"მე, რომ დღეს მეთამაშა ყველა შეხვედრაში 50 ქულას ჩავაგდებდი, თან ისე რომ საჯარიმოების სროლა საერთოდ არ დამჭირდებოდა.

დიახ 50 ქულას ჩავაგდებდი, რადგან დღევანდელი მოთამაშეები ფიზიკურად ძლიერ (მეტად კონტაქტური) კალათბურთს არ თამაშობენ, მათ მხოლოდ წუწუნი და ტირილი იციან. ყველას თავის ადგილას მოვსვამდი.

დღეს თამაშის შემთხვევაში სამქულიანებს არ ვისროდი, რადგან ეს "დიდი ბიჭების" სტილი არ არის.

მათ ნაკლებად უნდა იწუწუნონ და დაცვას მეტი დრო უნდა დაუთმონ. შენ სამი ან ოთხი ფოლით ვერ შემაჩერებ, ასეთი (დღევანდელი სტილი) თამაშით მე შენ ყოველთვის დაგსჯი.

პერიმეტრიდან მსროლელი ოპონენტების წინააღმდეგ ბევრი შეხვედრა ნამდვილად არ წამიგია, მაგრამ სამწამიანში გამართულ ყველა დაპირისპირებაში გამარჯვებული გამოვედი".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები