ალესიო ჩერჩიმ ყველა სოციალური ქსელის ანგარიში გააუქმა
Aa
Aa

ალესიო ჩერჩიმ ყველა სოციალური ქსელის ანგარიში გააუქმა

28 წლის იტალიელი ფეხბურთელის ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელებში აღარ მოიძებნება.

მოგეხსენებათ, ალესიო ჩერჩი "რომას" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. თავის გამოჩენა და დიდი ყურადღების მიპყრობა მან "ტორინოში" ასპარეზობის დროს შეძლო, სადაც ოთხი კლუბის გამოცვლის შემდეგ მივიდა.

წარმატებული ტურინული კარიერის გამო, ალესიოს შეძენა მადრიდის "ატლეტიკომ" გადაწყვიტა, თუმცა ეს ნაბიჯი ფეხბურთელისთვის შეცდომა აღმოჩნდა. დიეგო სიმეონეს გუნდის შემადგენლობაში მან მხოლოდ ექვსი მატჩი ჩაატარა, სანამ "მილანში" არენდით გადავიდოდა.

თუმცა, იტალიაში დაბრუნების შემდეგ ჩერჩის საქმე ცუდიდან უარესისკენ წავიდა: მიუხედავად სათამაშო დროის გაზრდისა, მისი თამაშის დონე საგრძნობლად დაეცა. საბოლოო ჯამში კი ამ ყველაფერმა ფეხბურთელის მიმართ ინტერნეტში ცინიკური და ბოროტული დამოკიდებულება გამოიწვია.

გულშემატკივრების მხრიდან უარყოფითმა კომენტარებმა დღეს ჩერჩი იძულებული გახადა, სოციალურ ქსელში არსებული ყველა ოფიციალური ანგარიში გაეუქმებინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები