მესი ბექჰემის გუნდში - ლეგენდარული ინგლისელის გეგმა
Aa
Aa

მესი ბექჰემის გუნდში - ლეგენდარული ინგლისელის გეგმა

როგორც მოგეხსენებათ ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა დევიდ ბექჰემმა MLS-ში ახალი საფეხბურთო კლუბი დაარსა, რომელსაც მაიამის "ინტერი" უწოდა.

MLS-ის ხელმძღვანელობა გეგმავს, რომ ხსენებული კლუბი გათამაშებაში ჩართოს, თუმცა ჯერჯერობით ზუსტი თარიღი უცნობია. სავარაუდოდ ეს 2020 წელს მოხდება.

Mundo-ს ინფორმაციით, ბექჰემი თავის გუნდში ლეო მესის მიწვევას გეგმავს.

მესის გამოსასყიდი თანხა 700 მილიონი ევროა და ხელშეკრულება 2021 წლამდეა გაფორმებული.

ბექჰემი გეგმავს, რომ კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე 1 წლით ადრე მესი, რომელიც იმ დროს 33 წლის იქნება MLS-ში გადასვლაში დაარწმუნოს.

რთული სათქმელია რამდენად გაამართლებს დევიდ ბექჰემის გეგმა, რადგან მესის არაერთხელ უთქვამს, რომ ის კარიერის "კამპ ნოუზე" დასრულებას აპირებს და თუ ოდესმე სხვა გუნდის მაისურით ითამაშებს, ეს მხოლოდ თავისი მშობლიური ქალაქის როსარიოს შემადგენლობაში იქნება.

აქვე გეტყვით, რომ "ატლეტიკოს" ფრანგმა შვიდიანმა ანტუან გრიზმანმა ლეკიპთან საუბრისას აღნიშნა, რომ კარიერის დასრულებას MLS-ში გეგმავს და დევიდ ბექჰემის გუნდში თამაშის წინააღმდეგი არ არის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები