კაკაბაძის საგოლე გადაცემა სადებიუტო შეხვედრაში _
Aa
Aa

კაკაბაძის საგოლე გადაცემა სადებიუტო შეხვედრაში _ "ლუცერნი" მერვედფინალშია

შვეიცარიის თასის 1/16 ფინალურ ეტაპზე "ლუცერნი" "სერვეტეს" დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა. დამატებით დროში გუნდებმა თითო_თითო გოლი შეაგდეს, რის შემდეგაც პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც ''ლუცერნის'' გამარჯვებით 5:4 დასრულდა.

"ლუცერნის" სასტარტო შემადგენლობაში ვაკო გვილია და ოთარ კაკაბაძე არ იმყოფებოდნენ, რომლებიც თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთვნენ.  მე_60 წუთზე მოედანზე ვაკო გვილია გამოჩნდა, 71_ე წუთზე კი _ კაკაბაძე. დამატებით დროში "ლუცერნი" დაწინაურდა, 102_ე წუთზე ოთარ კაკაბაძემ სადებიუტო შეხვედრაში საგოლე გადაცემა შეასრულა.

კაკაბაძის საგოლე გადაცემა

  

დარჩენილ დროში "სერვეტემ" წონასწორობა აღადგინა და გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა.

პენალტების სერიაში "ლუცერნმა" 5:4 გაიმარჯვა. გამარჯვებულთაგან მესამე პენალტი ვაკო გვილიას ანგარიშზეა, რომელმაც "სერვეტეს" მეკარეს შანსი არ დაუტოვა.

 

საბოლოოდ "ლუცერნმა" გამარჯვება მოიპოვა და მერვედფინალში ითამაშებს.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები