Aa
Aa

ტოჩინოშინის მე-3 მარცხი "აკი ბაშოზე" - ოძეკების დაპირისპირება იაპონელმა მოიგო

ლევან გორგაძე "აკი ბაშოს" მე-8 დღეს 32 წლის იაპონელ ოძეკის გოიედოს დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.

გოიედომ პირველი კონტაქტის შემდეგ უპირატესობა მალევე მოიპოვა და ლევანი დოჰიოდან უპრობლემოდ გადაიყვანა.

როგორც ვიცით ტოჩინოშინს ფეხის ტრავმა კვლავ აწუხებს და ბრძოლების გამართვა ამ ტკივილის თანხლებით უწევს.

გოიედო, რომელიც 157 კგ.-ს იწონის და სიმაღლეში 184 სმ. არის, დღევანდელ ბრძოლამდე მოგება-წაგებათა ბალანსი 6-1-თან ჰქონდა. ის ტოჩინოშინს აქამდე 25-ჯერ შეხვდა. ლევანმა 10 ბრძოლა მოიგო და 15 დათმო.

ქართველი ოძეკის ხვალინდელი მეტოქე იაპონელი იოკოძუნა კისენოსატო იქნება!

ტოჩინოშინის მთავარი ამოცანა 8 გამარჯვების მოპოვება გახლავთ, რის შემდეგაც ის ოძეკის წოდებას შეინარჩუნებს. ამჟამად მისი ბალანსი 5-3-თან არის.

ლევანს დიდი გამოცდის ჩაბარება მოუწევს. კისენოსატო "აკი ბაშოზე" სხვა იოკოძუნების მსგავსად დამაჯერებლად ვერ გამოიყურება (ბალანსი 6-2), თუმცა ბრძოლა ნებისმიერ შემთხვევაში ურთულესი იქნება.

კისენოსატო და ტოჩინოშინი კარიერაში ერთმანეთს სულ 25-ჯერ შეხვდნენ. 16-ჯერ იაპონელმა მოიგო, ხოლო 9-ჯერ ლევანმა.

ასევე აღსანიშნავია, რომ იოკოძუნობის შემდეგ ისინი ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ და კისენოსატომ იორიკირის ილეთით იმარჯვა.

ცხელი ამბები