UFC - ''ჩემო საქართველო მიყვარხარ'' - დვალიშვილის შთამბეჭდავი გამარჯვება მოსკოვში!
Aa
Aa

UFC - ''ჩემო საქართველო მიყვარხარ'' - დვალიშვილის შთამბეჭდავი გამარჯვება მოსკოვში!

UFC-ში ქართველმა მერაბ დვალიშვილმა პირველი ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა. დვალიშვილმა ტეირონ უეირი ძალიან დამაჯერებლად 30-25, 30-25, 30-25 დაამარცხა.

ქართველმა მებრძოლმა მოსკოვში გამართული სადებიუტო შეხვედრა შთამბეჭდავი გამოსვლით აღნიშნა და ზედმეტი კითხვის ნიშნების გარეშე გაიმარჯვა.

მერაბის 330 დან 205-მა დარტყმამ მიზანს მიაღწია, ხოლო მისმა მოწინააღმდეგემ მხოლდოდ 22-ჯერ მოარტყა მერაბს. დვალიშვილის 165 ძლიერი დარტყმიდან 62 მიზანს მოხვდა. უეირმა კი სულ 8 მეტნაკლებად მნიშვნელოვანი დარტყმა განახორციელა. 

 ''UFC-ში მიღწეული პირველი გამარჯვებით უბედნიერესი ვარ. ჩემს წონაში კონკურენტუნარიანი სპორტსმენი ვარ. ბედნიერი ვარ გამარჯვებით. მახარებს, რომ ჩემს მწვრთნელ მეტ სარას სიხარული მივანიჭე. ჩემო საქართველო, მიყვარხარ. ძალიან დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის'' - აღნიშნა დვალიშვილმა გამარჯვების შემდეგ.

აქვე გეტყვით, რომ ბრძოლის დასრულების შემდეგ მერაბმა დაუმარცხებელი შონ ომოლეი გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები