9 მედალი სოფიაში - ქართველი სპორტსმენების წარმატებული გამოსვლა !
Aa
Aa

9 მედალი სოფიაში - ქართველი სპორტსმენების წარმატებული გამოსვლა !

სოფიაში ძიუდოში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მესამე დღეს საქართველოს ანგარიშზე 2 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალია. +100 კგ. წონით კატეგორიაში გელა ზაალიშვილმა გერმანიის სახელით მოასპარეზე ერიკ აბრამოვი დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

 

შეგახსენებთ, ზაალიშვილმა მეოთხედფინალში უნგრელი რიჩარდ ვაჩზულიკს სძლია, ნახევარფინალში კი რუსეთის სახელით მოასპარეზე დავიდ ბაბაიანის ბარიერი დაძლია.

ზაალიშვილის მსგავსად ოქროს მედალი ონისე სანებლიძემ მოიპოვა, რომელიც 100 კგ. წონით კატეგორიაში გამოდის.

19 წლის სანებლიძემ გერმანელ დანიელ ზორბს, აზერბაიჯანელ ადილ კარიმლის, ჰოლანდიელი სიმეონ კატარინასა და ფრანგ პოლ დევოსის სძლია.

ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა კოსოვოელი შპატ ზეკა დაამარცხა.

ასევე გეტყვით, რომ გათამაშების მესამე დღეს ქალთა შორის სოფიო სომხიშვილმა +78 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საერთო ჯამში საქართველოს ანგარიშზე 9 მედალია.

 ტურნირის პირველი დღე

ტურნირის მეორე დღე

ცხელი ამბები