Aa
Aa

"წელს მენი პაკიაოსთან საბრძოლველად ვრბუნდები" - მეივეზერი კრივში ბრუნდება!

41 წლის ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ ფლოიდ მეივეზერმა მოულოდნელად რინგზე დაბრუნება გადაწყვიტა.

პროფესიონალური კარიერის განახლებას მეივეზერი წლის ბოლომდე გეგმავს და მისი მეტოქე შესაძლოა არც მეტი არც ნაკლები მენი პაკიაო იყოს!

ხსენებული ინფორმაცია მეივეზერმა საკუთარი ინსტაგრამის გვერდიდან გაავრცელა.

გავრცელებულ ვიდეოში მეივეზერთან ერთად 39 წლის პაკიაოც ჩანს.

"წელს მენი პაკიაოსთან საბრძოლველად ვრბუნდები", - დაწერა მეივეზერმა ინსტაგრამზე.

ჯერჯერობით რაიმეზე კონკრეტულად საუბარი ამ ეტაპზე რთულია. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

შეგახსენებთ, რომ მეივეზერისა და პაკიაოს პირველი დაპირისპირება, რომელიც საუკუნის ბრძოლად შეფასდა ამერიკელის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. 118:110, 116:112 და 116:112 - სამივე მსაჯი ერთსულოვანი იყო.

ცხელი ამბები