რონალდუს ბუმი ტურინში და ევროპაში! 145%-ით მეტი ონლაინ შეკვეთა!
Aa
Aa

რონალდუს ბუმი ტურინში და ევროპაში! 145%-ით მეტი ონლაინ შეკვეთა!

კრიშტიანუ რონალდუს "იუვენტუსის" მეტოქეთა კარი სერია ა-ს პირველ ტურებში არ დაულაშქრავს, მიუხედავად ამისა პორტუგალიელმა ტურინულ კლუბს ჯერ არნახული მოგება მოუტანა.

რონალდუს მაისურები არანორმალური რაოდენობით იყიდება. Tuttosport-ის ინფორმაციით, ბოლო 2 თვეში რონალდუს იმაზე მეტი მაისური გაიყიდა, ვიდრე გასულ სეზონში მთლიანად (იუვეს ყველა ფეხბურთელის ერთად).

კრიშტიანუმ მთელს გუნდს აჯობა და თან ამ ყველაფრისთვის მხოლოდ ორი თვე დასჭირდა.

მორიგი აღსანიშნავი ფაქტი ის გახლავთ, რომ 2017 წელთან შედარებით "იუვენტუსის" მაისურების ონლაინ გაყიდვა ევროპის მასშტაბით 145.5%-ით გაიზარდა.

"ბებერი ქალბატონის" მაისურებზე ყველაზე დიდი მოთხოვნა იტალიაშია. მოულოდნელია, რომ ამის შემდეგ ყველაზე დიდი მოთხოვნა ავსტრიაში ფიქსირდება. შემდეგ მოდიან ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები