''ოფისში ჯდომა და ფეხბურთზე საუბარი საქმის კეთებისგან განსხვავდება''
Aa
Aa

''ოფისში ჯდომა და ფეხბურთზე საუბარი საქმის კეთებისგან განსხვავდება''

გარი ნევილის აზრით გასულ სეზონში ''ლივერპულს'' ინგლისის პრემიერლიგის მოგების რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა კლუბი ინგლისის ჩემპიონატის მოგებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებდა თუ აქცენტს მხოლოდ ერთ ტურნირზე გააკეთებდა. ნევილი thetimes ესაუბრა.

ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და ''მანჩესტერ იუნაიტედის'' ყოფილ მცველს, რომელიც ამჟამად Sky Sports-ისთვის მუშაობს, ''ლივერპულის'' მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა შემდეგი პასუხი გასცა: ''თამაშისთვის როგორ მოემზადები თუ მასზე კონცენტრირებული არ ხარ? გულწრფელად გითხრათ, მისი არ მესმის. უამრავი ადამიანი გვიყურებს, როცა ჩემპიონთა ლიგაზე ვთამაშობთ, ეს ჩვენი სამსახურია, ვცდილობთ თითოეულ შეხვედრაში თავი მაქსიმალურად კარგად წარმოვაჩინოთ.

ეს არის რასაც ჩვენ ვცდილობთ. ზუსტად არ ვიცი რას გულისხმობდა ნევილი, მაგრამ ფოკუსირებას მხოლოდ ერთ ტურნირზე მხოლოდ მაშინ გააკეთებ თუ მეორე ტურნირს დაემშვიდობები.

ჩემპიონთა ლიგაზე ბავშვები ვათამაშოთ? ეს სასაცილოა. არ მინდა ძალიან კრიტიკული ვიყო, რადგან არ ვიცი ნევილმა ზუსტად როგორ თქვა, მაგრამ ოფისში ჯდომა და ფეხბურთზე საუბარი განსხვავდება საქმის კეთებისგან. როცა შენ თავად შრომობ, ეს განსხვავებული ვითარებაა. ჩემი აზრი ასეთია.

გასულ წელს მხოლოდ ერთ ტურნირზე აქცენტის გაკეთების შანსი არ გვქონდა, რადგან ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ვითამაშეთ და არ მეგონა თუ გარი ნევილი ასეთ რამეს იტყოდა.

რა თქვა მან ''მანჩესტერ იუნაიტედის'' შესახებ? მისთვის ეს კლუბი უფრო საინტერესოა. არაფერი?''

გასულ სეზონში ''უემბლიზე'' ლონდონის ''ტოტენჰემმა'' 4:1 დაამარცხა ''ლივერპული.'' მერსისაიდული კლუბის სასტარტო შემადგენლობაში დეიან ლოვრენი მოხვდა, თუმცა მან შეხვედრა ჩააგდო და პირველი ტაიმის 31-ე წუთზე შეცვალეს.

''ლივერპული'' პრემიერლიგის შემდეგ ტურში ''ტოტენჰემს'' ესტუმრება.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კლოპს ლოვრენთან დაკავშირებით ჰკითხეს.

''ლოვრენი სასურველ ფორმას უახლოვდება. მის პოტენციალში ეჭვი არასდროს შემიტანია. ის ძალიან კარგად თამაშობდა, თუმცა შემდეგ არ იყო იმდენად კარგი. ამჟამად ის საუკეთესო ფორმაში არაა, თუმცა მას ჩემი ასპროცენტიანი მხარდაჭერა აქვს.''

''ტოტენჰემის'' წინააღმდეგ ''ლივერპულის'' დაცვის ცენტრში ჯო გომესი და ვირჯილ ვან დიკი ითამაშებენ. მატჩი 15 სექტემბერს ''უემბლიზე'' შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები