ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ლიონელ მესია
Aa
Aa

ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ლიონელ მესია

საფეხბურთო ობსერვატორიის გამოთვლით, დღეისათვის ყველაზე ძვირად ლიონელ მესი ფასობს. მისი საბაზრო ფასი (გამომდინარე სხვადასხვა ფაქტორიდან: ასაკი, თამაშის ხარისხი, სტაბილურობა, ტრავმამედეგობა) 250 მილიონი ევროა. თუმცა, ვეჭვობთ, რომ "ბარსელონა" ასეთ შემოთავაზებაზე მაინც უარს იტყვის.

მეორე ადგილზეც "ბარსელონას" ფეხბურთელია - ნეიმარის ნაღდი საბაზრო ფასი 152 მილიონი ევროა. მესამეზეა ედენ აზარი (ჩელსი) - 130 მილიონი ევრო. კრიშტიანო რონალდო მხოლოდ მეოთხეა 114 მილიონი ევროთი. "რეალის" ფორვარდი უკვე 30 წლისაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები