ჯეიმსი და უესტბრუკი საუკეთესონი არიან
Aa
Aa

ჯეიმსი და უესტბრუკი საუკეთესონი არიან

ამერიკის ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ მარტის თვის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა. დასავლეთ კონფერენციაში რასელ უესტბრუკმა პირველობა არავის დაუთმო, აღმოსავლეთში კი საუკეთესოდ ლებრონ ჯეიმსი აღიარეს.

მეფე ლებრონის „კლივლენდმა“ გასულ თვეს 11 მატჩი მოიგო, 4 კი წააგო. თვის მანძილზე ჯეიმსმა საკუთარ გუნდს საშუალოდ 24.7 ქულა, 7.3 პასი და 6.3 მოხსნა შესძინა.

 

რაც შეეხება ვესტბრუკის „ოკლაჰომას“ გუნდმა 15-დან 10 შეხვედრა მოიგო. რასელის საშუალო მონაგარი კი 30.9 ქულა, 10.2 პასი, 8.5 მოხსნა და 2.5 ჩაჭრა იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები