ლივერპული დანი ინგზისთვის ბრძოლაში ჩაერთო
Aa
Aa

ლივერპული დანი ინგზისთვის ბრძოლაში ჩაერთო

„ბარნლის“ საუკეთესო ფეხბურთელის შესაძენად რამდენიმე გუნდი იბრძვის. მთავარ კანდიდატებად კი „ტოტენჰემი“ და „რეალ სოსიედადი“ სახელდებოდნენ. თუმცა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბოლო დროს თავდამსხმელით „ლივერპულიც“ დაინტერესდა და შესაძლოა „მერსისაიდელებმა“ ფეხბურთელი უახლოეს საათებშიც კი გაიფორმონ.

„ბარნლის“ თავის საუკეთესო ფეხბურთელის გაშვება ზამთრის სატრანსფერო პერიოდის დროს არ სურს. „ლივერპული“ კი მზად არის, რომ ინგზის კონტრაქტი ახლავე გამოისყიდოს, ხოლო დარჩენილი სეზონი ფეხბურთელს მის ახლანდელ კლუბში არენდის წესით ჩაამთავრებინოს. ასეთი ვარიანტი კი როგორც მოთამაშისთვის, ასევე „ბარნლის“ ხელმძღვანელობისთვისაც მისაღებია.

 

პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში დანი ინგზის ანგარიშზე 7 გატანილი გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები