ერთეულები დასრულდა, წყვილები გრძელდება - გორგოძე საფრანგეთში
Aa
Aa

ერთეულები დასრულდა, წყვილები გრძელდება - გორგოძე საფრანგეთში

ეკატერინე გორგოძემ ბიარიცის 80 000-იანი ტურნირის ერთეულთა თანრიგზე გამოსვლა 1/8 ფინალურ ეტაპზე დაასრულა. ქართველი ჩოგბურთელი არგენტინელ პაულა ორმაეჩეასთან დაძაბულ ბრძოლაში - 5:7; 4:6 დამარცხდა.

შეხვედრაში მხოლოდ და მხოლოდ 2 ბრეიკი შესრულდა და ორივე შემთხვევაში ეს სეტის ბოლო გეიმში მოხდა, როცა გორგოძე აწვდიდა. საერთო ჯამში, თამაში საათსა და 56 წუთს გაგრძელდა. ეკოს 3 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, თუმცა ვერცერთი ვერ გამოყენა. 

საქართველოს პირველი ჩოგანი ამავე ტურნირის წყვილთა გათამაშებაში მონაწილეობს და დღეს 1/4 ფინალურ შეხვედრას ჩაატარებს. გორგოძე/ამანმურადოვას გამოცდილი დუეტი ბარა/ივახნენკოს წყვილს დაუპირისპირდება და ფავორიტის სტატუსის გამართლებას ეცდება.

ITF-ის ოფიციალური საიტიც თანახმად, 26 წლის გორგოძე საფრანგეთში დარჩება და მომავალი კვირიდან სენტ-მალოს 60 000-იან ტურნირზე იასპარეზებს, რომელზეც მე-12 ნომრად იქნება განთესილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები